Wednesday, August 3, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება:
გაზფხული ჩვენს სოფელში.

პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით:
მოსწავლეები აკვირდებიან და აღწერენ გაზაფხულზე ბუნებაში ცვლილებებს,აკვირდებიან თუ რა სამერნეო საქმიანობებია გაზაფხულზე.


პროექტის აქტუალობა:
ეს პროექტი იმით არის აქტუალური რომ მოსწავლეებს წარმოდგენა ექმნებათ გაზაფხულზე მიმდინარე პროცესებისა.


პროექტის მიზნები:
განსაზღვრონ მოსწავლეებმა თუ წელიწადის ამ პერიოდში რა ხდება ბუნებაში, წელიწადის დროთა ცვალებადობა.


მონაწილეთა ასაკი:
7-დან 10-წლამდე.




ვადები /ხანგრძლივობა: ორი თვე.


მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები შეძლებენ განასხვავონ გაზაფხული სხვა წელიწადის დროებისაგან,ჩამოუყალიბდებათ შრომის სიყვარრული და უნარ- ჩვევები
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ფოტოაპარატი,ჩანაწერების რვეული.


პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
გაზაფხული ჩვენს სოფელში. ძირითადად რა სამეურნეო სამუშაოებია ჩვენს სოფელში? რა ცვლილებებია ბუნებაში წელიწადის ამ დროს?ჩამოყალიბდა ორი ჯგუფი, მოვალეობების გადანაწილება,ჯგუფიები ირჩევენ ლიდერს, ერთი ჯგუფი აკვირდება სამეურნეო საქმიანობას, რა ხდება სოფელში ამ დროს, იღებს ფოტოებს, აგროვევეს მასალებს ამ თემის ირგვლივ. მეორე ჯგუფიც ირჩევს ლიდერს, ახდენს დაკვირვებას ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებზე, იღებენ ფოტოებს, აგროვებენ მასალებს ამ თემაზე.
პრტოექტის პრეზენტაციისთვის მოსწავლეებს მოაქვთ შეგროვილი რესურსები, პრეზენტაციას აკეთებენ ჯგუფის ლიდერები. პროექტის შეფასება შეჯამება ხდება მასწავლებლის მიერ, მოსწავლეებს აფასებს მათი ჩართულობის, მათ მიერ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, კლასის მსჯელობით.მოსწავლეების მიერ მოძიებულ მასალას განვათავსებთ ბლოგზე
პირველი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მასალები:
დააკვირდნენ სოფელში მიმდინარე სამუშაოებს, თუ როგოტ იხვნება და ითესება ყანები, თუ როგორ სუფთავდება ყანები ზამთრის დანატოვარი ბუნების ნარჩენებისგან.



მეორე ჯგუფი აკვირდებოდა ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებს, ბუნებაში მიმდინარე მოვლენებ ს თუ რა წვლილი შეაქვს ბუნების გამოღვიძებაში.თუ რამდენად მნიშვნელოვანია მზის სხივები პირველი ყვავილის ამოსასვლელად,ხეებზე კვირტების ამოფეთქვისთვის,და საერთოდ ბუნების გასალამაზებლად.


საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტს კავშირი აქვს ბუნებასთან, რადგან ძირითადად მასალებს აგროვებენ ბუნებაში,ხელოვნებასთან რადგან იღებენ ფოტოებს,ქართულთან რადგან აკეთებენ ჩანაწერებს.ბუნ.II.4.მოსწავლეს შეუძლია სეზონური მოვლენების დახასიათება.


პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)ნანა ჯაფარიძე

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:nanajafaridze5@gmail.com


პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი;nanajafaridze.blogspot.com